ახალგაზრდა ძალოსანთა განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე

48

ტაილანდის დედაქალაქი ბანკოკი ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც საქართველო 8 ათლეტით არის წარმოდგენილი.

ქართველ ძალოსანთაგან ფიცარნაგზე პირველი გურამ გიორბელიძე გავა. გურამი 62 კილოგრამ კატეგორიაში B ჯგუფში იასპარეზებს და მისი გამოსვლა 6 აპრილს თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება.

7 აპრილს ბანკოკურ ფიცარნაგზე გამოვა კახი ასანიძე. კახი 69 კილოგრამ კატეგორიაში B ჯგუფში ასპარეზობას თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყებს. ამავე დღეს, 69 კილოგრამ კატეგორიის A ჯგუფში იასპარეზებს არჩილ მალაყმაძე. არჩილის გამოსვლა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

8 აპრილს თბილისის დროით დილის 7 საათზე ასპარეზობაში ჩაერთვება ლომია თებიძე. იგი 77 კილოგრამ კატეგორიაში C ჯგუფში იასპარზებს. 8 აპრილსვე, დილის 8:30 საათზე იასპარეზებს თაქთაქიშვილი ლაშა. ლაშა 85 კილოგრამ კატეგორიაში C ჯგუფში გამოვა. ამავე დღეს, საქართველოს ღირსებას დაიცავს ედუარდ კაკაბაძეც. ედუარდი 77 კილოგრამ კატეგორიაში B ჯგუფში იასპარეზებს და მისი გამოსვლა თბილისი დროით 11 საათზე დაიწყება.

10 აპრილს, ტურნირის დასკვნით დღეს, ასპარეზობაში ჩაერთვება ზაზა ლომთაძე. იგი 94 კილოგრამ კატეგორიაში B ჯგუფში იასპარეზებს და მისი გამოსვლა თბილისი დროით დილის 6 საათზე დაიწყება. 10 აპრილს გამოვა თორნიკე ტაბატაძეც. ქართველი გოლიათი +94 კილოგრამ კატეგორიის A ჯგუფში იასპარეზებს. მისი გამოსვლა თბილისი დროით 14 საათზე დაიწყება.
ქართველი სპორტსმენების გამოსვლას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ შემდეგ ბმულზე –

https://www.youtube.com/channel/UCUBJT6c_UqDY58pR6rUy0Aw