ტერ-შტეგენი: “აქ რას აკეთებ? – მეკითხებოდა სუარესი”

248

“პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიწურულს, როცა ანგარიში 5:1 იყო, “ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოულოდნელად, მეტოქის საჯარიმოსთან აღმოჩნდა.

ამ დაუვიწყარი “ქამბექის” შემდეგ დაახლოებით 1 თვე გავიდა, მაგრამ საზოგადოების ნაწილისთვის დღემდე დაუჯერებელია, რომ კატალონიურმა კლუბმა ეს შეძლო. თითოეულ ქომაგს აკავშირებს მოგონებები ამ საოცარ შეხვედრასთან.

“La Vanguardia”-სთან ინტერვიუში გერმანელმა თქვა, რომ სუარესი დაიბნა, როცა ტერ შტეგენი პსჟ-ს საჯარიმოსთან ახლოს დაინახა, ლუის ენრიკეს ასისტენტი, ხუან კარლოს უნსუე კი მას ევედრებოდა უკან დაბრუნებულიყო.

“არ ვიცოდი, იქ რას ვაკეთებდი. კარისგან მოშორებით ყოფნა ჩემ სათამაშო პოზიციას არ შეეფერება. უნსუე(ლუის ენრიკეს ასისტენტი) ყვიროდა: “არა, არა, არა, არა, დარჩი, დარჩი”, მაგრამ ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა. მაშინ სუარესმა მკითხა: “აქ რას აკეთებ?” – “ერთი წუთი დარჩა, ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, ასეთი რამ იშვიათად ხდება” – ვუპასუხე მე.” – ციტირებს გერმანელი კიპერის სიტყვებს “La Vanguardia”.

საბოლოოდ, უკანასკნელ წამებში სერჟი რობერტომ მე-6 გოლი გაიტანა და “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური მოუტანა.

 

 

წყარო