ტალახაძის რეკორდი! (VIDEO)

55

ხორვატიის ქალაქ სპლიტში, ძალოსნობაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე გახდა. 23 წლის სპორტსმენმა ატაცში მსოფლიო რეკორდიც დაამყარა – ლაშამ სამივე მისვლა ზუსტად გამოიყენა, დაძლია 203, 210 და 217 კგ და 1 კილოგრამით გააუმჯობესა ირანელი კოლეგის ბეჰდად სალიმის 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი.

აკვრაში ტალახაძემ 238, 245 და 250 კგ აღმართა და საერთო ჯამში 467 კილოგრამის დაძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა შეძლო. გასულ წელს პირველობა არც ნორვეგიაში დათმო. ატაცში ბრინჯაოს მედალი ირაკლი თურმანიძემ ტრავმის მიუხედავად მოიპოვა.