რა სცენარს შემოგვთავაზებს შექსპირი?

49

“ბაიერნი”–”რეალის” ფონზე დაჩრდილული დაპირისპირება, თუმცა ამავე დროს, ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი – თითქოს, “ატლეტიკო” უდავო ფავორიტად მოჩანს, მაგრამ არავინ იცის, “ლესტერი” და მისი საინტერესო გვარის პატრონი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი რა სცენარს შემოგვთავაზებენ.

აქამდე გუნდები სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანა 3 “როხი ბლანკომ” მოიგო, ერთიც ფრედ დასრულდა.

“ატლეტიკოს” აქვს შანსი, ბოლო 4 წელიწადში მესამედ ითამაშოს ნახევარფინალში. გარდა ამისა, დიეგო სიმეონეს გუნდს ფლეი–ოფის გასულ 8 საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. “ლესტერი” კი სარეკორდო, მერვე ინგლისური კლუბია, რომელმაც 1/4 ფინალში გასვლა შეძლო.

“ატლეტიკო” ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. “მელიებს” კი ტრავმის გამო კაპიტანი უეს მორგანი დააკლდებათ, ხოლო რობერტ ჰუტი და ჯეიმი ვარდი ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში განმეორებით პაექრობას გამოტოვებენ.

მატჩისწინა კომენტარები

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს თავკაცი):
“ორი აზრი არაა, რომ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მე ჩემი ფეხბურთელების ხასიათის მჯერა, რომელთა წყალობითაც უკვე არაერთხელ მივაღწიეთ წარმატებას”.

კრეიგ შექსპირი (ლესტერის თავკაცი):
“რასაკვირველია, “ატლეტიკოს” დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები კიდევ უფრო დიდ გამოწვევას და გამოცდილებას იმსახურებენ. ჩვენ უნდა ვანახოთ ყველას, რომ სიამოვნებას ვიღებთ და ასე მივაღწიოთ სასურველ შედეგამდე”.

ატლეტიკო–ლესტერი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4–4–2): ობლაკი – ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფელიპე ლუისი – კასარკო, გაბი, კოკე, საულ ნიგესი – გრიზმანი, ტორესი.

ლესტერი (4–4–2): შმეიხელი – სიმპსონი, ბენალუანე, ჰუტი, ფუქსი – მარეზი, დრინქუოთერი, ნდიდი, ოლბრაიტონი – ოკაზაკი, ვარდი.

არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)