დაუფასებელი ხელოვნება

55
Bildnummer: 07323891 Datum: 09.02.2011 Copyright: imago/ActionPictures Manuel NEUER Nr.1 DFB (2.L) , Gianluigi BUFFON (ITA, L) und DFB Maskottchen Paule DEUTSCHLAND - ITALIEN Deutsche Fussball Nationalmannschaft DFB, am 09.02.2011 in Dortmund, GER ,; Dortmund Herren Fussball DFB Nationalteam Länderspiel vdig xmk 2011 quer o0 Objekte Image number 07323891 date 09 02 2011 Copyright imago ActionPictures Manuel later No 1 DFB 2 l Gianluigi Buffon ITA l and DFB Mascots Paule Germany Italy German Football national team DFB at 09 02 2011 in Dortmund ger Dortmund men Football DFB National team international match Vdig xmk 2011 horizontal o0 Objects

ფეხბურთში ძალიან მაგარია გოლიც, ლამაზი გადაცემაც, ფინტიც, “პადსებიაც”, “მეჟდუ ნოგიც”, მაგრამ დამეთანხმებით, რომ სეივსაც თავისებური და თანაც, დიდი ხიბლი აქვს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ სრულიად საფუძვლიანად ითვლება 21–ე საუკუნის გოლკიპერად!!! ხოლო მანუელ ნოიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბოლო წლებში პირველია!!!

ბურთთან ლეო მესია და ეს უკვე ბევრს ნიშნავს, არა? მართლაც: არგენტინელი საოცრად გამოზომილ გადაცემას უკეთებს ინიესტას, “იუვენტუსის” ბეტონივით დაცვა იშლება და ანდრესი რჩება ერთ–ერთზე მეკარესთან და თითქოს, ხელს არავინ უშლის, მაგრამ წინ ხომ ბუფონია!!! მის სიდიადეზე ეს ეპიზოდი პირდაპირ მეტყველებს: ასეთ ურთულეს ბურთს ერთი, მარტივი ხელის გაკვრით, ნახტომის გარეშე იგერიებს – აქ კომენტარი ზედმეტია.

გამომდინარე იქედან, რომ “იუვემ” ყველა ასპექტში დაჯაბნა “ბარსა” და გამომდინარე იქედან, რომ “რეალმა” მეორე ტაიმში “ბაიერნს” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადაუარა, ნოიერს უფრო მეტი საქმე ჰქონდა. მანუმ უამრავი ურთულესი სეივი განახორციელა და ერთ–ერთი მათგანი ყველაზე მრავლისმეტყველია, როცა დუბლის ავტორ კრიშტიანუ რონალდუს მიერ ყუმბარისებული გასროლა ასევე ნახტომის გარეშე, ცალი მუშტით მოიგერია – აქ ბევრი მეკარე წინასწარ მოძრაობას ან წინ გასვლას დაიწყებდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა ყველაფერი წამებში გათვალა და ურთულესი დარტყმაც ასე იოლად გაანეიტრალა.

დააკვირდით? ორივე ამ გოლკიპერს აქვს ის თვისება, რაც უდიდეს კიპერს სჭირდება – ურთულესი დარტყმების იოლად მოგერიება, რაც თავდამსხმელის ფსიქოლოგიაზე ნამდვილად მოქმედებს. მეკარე კი, როგორც ასეთი, დაუფასებელი ხელოვნებაა. მარტივი, დამადასტურებელი ფაქტი: სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, ნოიერმა “დირკა ჭამაო”… სამწუხაროდ, ასეა – მეკარემ სულ რომ 30 ბურთი აიღოს და 5 გაუშვას, იტყვიან, ის 5 როგორ გაუშვაო?!