ვარჯიში ყოფილ პარტნიორებთან

278

ენდი მარი მონაკოს მასტერსისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 16 აპრილიდან აიღებს, მზადებაში კი დახმარებას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი ლუი საა და „სიტის“ ყოფილი მცველი სილვეინ დისტენი უწევენ.

„დღეს საფრანგეთში „ევერტონში“ ყოფილი პარტრნიორები შევკრიბე და ერთად ვივარჯიშეთ. ნამდვილად კარგი ადამიანები არიან არც თუ ისე ურიგო საჩოგბურთო შესაძლებლობებით“ – დაწერა ინგლისელმა ჩოგბურთელმა საკუთარ „ტვიტერზე“.

„შესანიშნავი დღე იყო – მეგობრებთან ერთად უმაღლესი დონის ჩოგბურთელთან ვითამაშეთ. თავს ბავშვივით ვგრძნობდი“ – ეს უკვე 38 წლის საას სიტყვებია.

საა და დისტენი ერთად „ევერტონში“ 2009/12 წლებში ასპარეზობდნენ.