ახლა მე შენ განახებ გორილასო!

252

“ევერტონის” ხელმძღვანელობამ სკანდალურ ბრიტანულ ტაბლოიდ “სანს” “გუდისონ პარკზე” მისვლა და გუნდის ვარჯიშისა თუ თამაშის გაშუქება აუკრძალა.

ამის მიზეზი “სანის” ჟურნალისტ კევინ მაკკენზის მიერ მერსისაიდელთა მოთამაშე როს ბარკლისადმი მიყენებული შეურაცხყოფაა. გამოცემის ჟურნალისტმა ბარკლი გორილას შეადარა.

“პრესამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა ამ ქალაქში მიუღებელია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ “სანს” “გუდისონ პარკზე” ყოფნა აკრძალული აქვს” – ნათქვამია “ევერტონის” ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ევერტონის” თანაქალაქელმა “ლივერპულმა” “სანს” “ჰილსბროს” ცნობილი ტრაგედიის შესახებ დაწერილი სკანდარული სტატიის შემდეგ ასევე აუკრძალა “ენფილდ როუდზე” საქმიანობა.