პაუ გასოლი დირკის კვალდაკვალ

182

“სან ანტონიო სპურსის” ესპანელი ფორვარდი პო გასოლი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მეორე ევროპელი (დირკ ნოვიცკის შემდეგ) კალათბურთელი გახდა, ვინც 20 000 ქულაზე მეტი ჩააგდო. გასოლმა “იუტასთან” (101:97) წაგებულ შეხვედრაში 13 ქულა ჩააგდო და ნბა-ში სულ 20 001 ქულა დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით ესპანელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მექულეთა შორის 43-ე ადგილს იკავებს.

გასოლი ნბა-ში 2001 წლიდან თამაშობს და სულ 18 სეზონი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ესპანელს 20 0001 ქულა, 10 549 მოხსნა, 3635 პასი, 577 ჩაჭრა, 1847 ბლოკ-შოტი.