ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალები: პროგნოზები…

51

ჩემპიონთა ლიგა კიდევ უფრო დაძაბული და მძაფრი ხდება, რაც ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მხოლოდ გასახარი ფაქტია. 18 აპრილისთვის 2 ძალზე საინტერესო წყვილი გვაქვს…

რეალი–ბაიერნი 22:45 (პირველი მატჩი: 2:1)

პირველი შეხვედრის შემდეგ, ბუნებრივია, უპირატესობა ავტომატურად მადრიდელთა მხარესაა, თუმცა “ბაიერნიც” რომ უბრძოლველად არაფერს დათმობს, ესეც ორჯერ ორი ოთხია – მით უმეტეს, გავითვალისწინოთ, რომ რეკორდმაისტერს რობერტ ლევანდოვსკი უბრუნდება, რომლის არყოფნაც წინა დუელში გუნდს ძალიან დაეტყო.

აღსანიშნავია, რომ “რეალმა” ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან ჩემპიონთა ლიგაზე 10 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

გამომდინარე იქედან, რომ “ბაიერნს” შესატევი აქვს და დაცვაში არ ჩადგება და თან, არც “რეალი” დარჩება კონტრშეტევების გარეშე, აქ აუცილებლად ორივეს გატანა უნდა ვივარაუდოთ.

პროგნოზი: ორივეს გატანა/მეტი გოლი

ლესტერი–ატლეტიკო 22:45 (პირველი მატჩი: 0:1)

ზემოთხსენებული შეხვედრის ფონზე ეს მატჩი ნამდვილად დაჩრდილულია, თუმცა ინტრიგითა და ინტერესით აღსავსეა. საინტერესოა, კრეიგ შექსპირი რა დონის და სცენარის პიესას შემოგვთავაზებს კიდევ ერთ ესპანურ კლუბთან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “ლესტერს” საკუთარ “ქინგ ფაუერ სთეიდიუმზე” ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

პროგნოზი: 1X