ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალები: პროგნოზები…

211

გუშინდელი წარმატებული ფსონების შემდეგ კვლავ სწორი პროგნოზების გაკეთება გვმართებს…

ბარსელონა–იუვენტუსი 22:45 (პირველი მატჩი: 0:3)

კატალონიელები კვლავ სასწაულის მოლოდინში არიან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ “იუვენტუსი” და პსჟ აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიის და სიძლიერის მატარებელი გუნდები არიან.

“ბარსას” წინ ცნობილი და მრისხანე ტრიო ეყოლება, ხოლო “იუვე” თავის მხრივ, კონტრშეტევების იმედად იქნება. უნდა ვთქვათ ისიც, რომ “კამპ ნოუზე” გუნდების ბოლო დუელი სწორედ იტალიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა – 2003 წელს მარსელო ზალაიეტამ დამატებით დროში გატანილი გოლით ნახევარფინალში “იუვე” გაიყვანა.

საგულისხმო ფაქტია, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე შინ უკვე 15 მატჩია არ დამარცხებულა და მეტიც: ყველა შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.

პროგნოზი: მეტი გოლი

მონაკო–დორტმუნდი 22:45 (პირველი მატჩი: 3:2)

დორტმუნდში მოგებული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ფრანგები თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ გერმანული გუნდი რომ ასე მარტივად არ დანებდება, “ბაიერნმაც” დაგვიმტკიცა.

წინ ნამდვილად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი – მით უმეტეს, რომ დორტმუნდელებს მარკო როისი უბრუნდებათ, რომელიც გუნდისთვის უდიდესი ძალაა და რომელიც წინა შეხვედრებში ძალიან აკლდა.

საინტერესოა ისიც, რომ “მონაკოს” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შინ ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს – 5 მოგება და 1 ფრე.

“მონაკოც” და “დორტმუნდიც” თავისთავად შემტევ და გახსნილ ფეხბურთს გულისხმობენ, რაც დაცვითი ტიპის სცენარს გამორიცხავს.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი