თუშიშვილის ოქრო ქართულ ფინალში!

365

+100კგ–ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ქართულ ფინალში ადამ ოქრუაშვილი დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა!

აღსანიშნავია, რომ დღეს სამივე სინჯის მედალი გვაქვს – ბრინჯაოს მედალი ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი ადამ ოქრუაშვილმა, ოქრო კი გურამ თუშიშვილმა.