ოქრუაშვილის გამარჯვება და ქართული ფინალი

595

+100კგ–ში მოასპარეზე ადამ ოქრუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს და გადამწყვეტ პაექრობაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ოქრუაშვილმა მასპინძელი მაჟიეჩ სარნაცკი, ხოლო თუშიშვილმა ჰოლანდიელი მეიერი დაამარცხეს.

ფინალი ოდნავ მოგვიანებით გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ახორციელებს.