პირველი მედალი – ღვინიაშვილის ბრინჯაო!

280

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე –90კგ–ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი, კერძოდ ბრინჯაოს მედალი მოუპოვა – ქართველმა აზერბაიჯანელი მამადალი ალიევი დამაჯერებლად დაამარცხა.

დღევანდელ დღეს სამივე სინჯის მედალი გარანტირებული გვაქვს – მოგვიანებით ქართულ ფინალში +100კგ–ში ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი გამოვლენ.