შაბათის მატჩები: პროგნოზები…

139

ეს ის შემთხვევაა, როცა შაბათსაც და კვირასაც ძალზე დაძაბული და საინტერესო შეხვედრებია, თუმცა წინ ჯერ შაბათია…

ჩელსი–ტოტენჰემი 20:15

ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი. მიმდინარე სეზონში გუნდებმა ჩემპიონატში ორივე დაპირისპირება მოასწრეს და ჯერ “სტემფორდ ბრიჯზე” 2:1 მოიგო “ჩელსიმ”, “უაით ჰარტ ლეინზე” კი “ტოტენჰემმა” 2:0 იმარჯვა.

აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ გოლის გატანას ორივე გუნდი შეძლებს. ეს თასი არის ანტონიო კონტეს შანსი, მოიპოვოს პირველი ტიტული “ლურჯებთან” ერთად.

ბოლო წლებში გუნდების სათასო დაპირისპირების სტატისტიკა ასეთია: 2008 წელს “ტოტენჰემმა” ლიგის თასის ფინალი 2:1 მოიგო; 2012 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალში “ჩელსიმ” 5:1 იმარჯვა; 2015 წელს ლიგის თასი უკვე “ჩელსიმ” (2:0) დაისაკუთრა.

პროგნოზი: კი

გლადბახი–დორტმუნდი 20:30

მიოხენგლადბახის “ბორუსია” ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და ახლა აქვს კარგი შანსი, რომ სამი ქულა მოიპოვოს – მით უმეტეს, რომ “დორტმუნდი” ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია და თან, 26 აპრილს “ბაიერნთან” თასის ნახევარფინალი უწევს და შესაძლოა, ტომას ტუხელმა რამდენიმე ლიდერიც დაასვენოს.

პროგნოზი: 1x

ფიორენტინა–ინტერი 22:45

ევროპალიგისა და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის მებრძოლნი. წინ ძალზე დაძაბული და საინტერესო მატჩია მოსალოდნელი. “მილანის” გულშემატკივრები ავტომატურად “ფიორენტინასკენ” უნდა იყვნენ, რადგან “იების” გამარჯვების შემთხვევაში “როსონერი” “ემპოლისთან” კვირას უკვე მშვიდად ითამაშებს.

“არტემიო ფრანკიზე” უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდება და დიდია ალბათობა იმისა, რომ ორივე გაიტანს.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი