კვირის მატჩები: პროგნოზები…

264

კვირა – დასვენების დღეა, რაც იდეალურია ისეთი საფეხბურთო შეხვედრების საყურებლად, როგორებიც გველის…

რეალი–ბარსელონა 22:45

უბრალოდ უდიდესი მოვლენა! არ აქვს მნიშვნელობა, გუნდები რომელ ადგილზე არიან, რისთვის იბრძვიან – ეს უდავოდ არის ის შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეკრანებთან მიჯაჭვება შეუძლია.

ისე, სიმართლე ითქვას, გუნდები მართლაც განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან: თუკი “რეალი” მშვენიერ ხასიათზეა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან “ბაიერნი” გამოთიშა, “ბარსელონა” პირიქით, რადგან კატალონიელებმა “იუვენტუსის” ბარიერი ვერ გადალახეს.

“ბარსას” დისკვალიფიკაციის გამო ცნობილი ტრიოდან ერთ–ერთი, კერძოდ ნეიმარი დააკლდება და მის ნაცვლად მესი–სუარესთან ერთად პაკო ალკასერი შეუტევს. “სამეფო კლუბს” კი თავის მხრივ, ტრავმირებული გარეთ ბეილი უბრუნდება.

სტატისტიკურად “სანტიაგო ბერნაბეუზე” უფრო მეტი გოლი გადის ხოლმე, ვიდრე “კამპ ნოუზე” და ახლაც, ბუნებრივია ორივეს გატანა და მეტი გოლი უნდა ვივარაუდოთ.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი

არსენალი–სიტი 18:00

ინგლისის ასოციაციის თასზე პირველი ფინალისტი “ჩელსია”, დღეს კი “ლურჯების” მეტოქე უნდა გამოვლინდეს.

ამ მეტად საინტერესო შეხვედრას წინ გუნდების დაულაგებელი სეზონი უძღვის: ბოლო რამდენიმე თვეა, არსენ ვენგერის გათავისუფლებას აქტიურად ითხოვენ, ხოლო ისტლენდელთა დამრიგებელ ხოსეპ გუარდიოლას ასევე ვერ მისდის საქმეები მთლად იდეალურად.

“არსენალიც” და “სიტიც” თავის თავში შემტევ ფეხბურთს აერთიანებენ და აქ დაცვითი სტილის ჩვენება გამორიცხულია – ორივე შეუტევს და ორივე გაიტანს.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი

პსვ–აიაქსი 18:45

ჰოლანდიური კლასიკა. გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად, მეორე და მესამე ადგილებზე იმყოფებიან, მაგრამ ამსტერდამელთა უპირატესობა 6–ქულიანია, რაც ეინდჰოვენელთათვის ამ შეხვედრას აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიად ხდის.

პროგნოზი: 1

ვიტესი–ფეიენოორდი 16:30

გურამ კაშიას არნემის “ვიტესისთვის” ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა – გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ლიდერთან გამარჯვების შემთხვევაში ამისათვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.

პროგნოზი: 1/ორივეს გატანა

მილანი–ემპოლი 17:00

“ფიორენტინასთან” უხვგოლიან (5:4) მატჩში “ინტერის” დამარცხების შემდეგ “მილანი” ლევან მჭედლიძეს “ემპოლის” შედარებით მშვიდად უმასპინძლებს. ლევანის გოლი, რასაკვირველია, ყველას გაგვიხარდება – მით უმეტეს, რომ შარშანდელ სეზონში სწორედ “სან სიროზე” “ინტერს” დუბლი შეუსრულა, მაგრამ “როსონერის” გამარჯვება სავსებით ლოგიკურია.

პროგნოზი: 1