გაუჩოს წინასწარმეტყველება ყოფილ კლუბს წარუმატებელ მომავალს უქადის

208

გასულ უიქენდზე იტალიის სერია ა-ს ეგიდით მილანმა სან-სიროზე ლევან მჭედლიძის ემპოლის უმასპინძლა და სამი ქულა სტუმრებს დაუთმო. მატჩი კლუბის ყველა ქომაგისთვის იმედგაცრუების მომტანი აღმოჩნდა. ბრაზილიის ნაკრებისა და საფეხბურთო სამყაროს ლეგენდამ – რონალდინიომ  ყოფილ გუნდზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ძალიან ბევრი კლუბი მახსოვს, რომლებიც წარსულში დიდებულად თამაშობდნენ და ტიტულებსაც იგებდნენ, თუმცა დღეს აღარ არსებობენ, ისინი გაქრნენ. ასეთი გუნდებისგან მხოლოდ ისტორია შემორჩა ხანდაზმული ფანების მეხსიერებაში. ვშიშობ, მილანსაც იგივე ბედი ეწევა.”