მილანის სატრანსფერო ბიუჯეტს 50 მილიონი შეემატება

212

“პრემიუმ სპორტი”-ს ჟურნალისტის, კარლო პელეგატის თქმით ჩინელი ინვესტორების მიერ ჩადებული სოლიდური სატრანსფერო ინვესტიციის მიუხედავად, მილანის ახალი ხელმძღვანელობა ბიუჯეტის შევსებას სამი ფეხბურთელის გაყიდვით შეეცდება.

ინგლისურ უოტფორდში განათხოვრებული მბაიე ნიანგი წარმატებით ასპარეზობს პრემიერ ლიგაში, რამაც კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან მისი გამოსყიდვის სურვილის გაჩენა განაპირობა. 22 წლის ფრანგმა 11 ჩატარებულ მატჩში ორი გოლის და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევროა.

მილანის მესვეურები არ არიან მოხიბლული კარლოს ბაკას თამაშით და გეგმაში აქვთ მისი ტრანსფერზე დაყენება. კოლუმბიელი ცენტრ-ფორვარდით ინგლისური ვესტ-ჰემი და რამოდენიმე ჩინური კლუბი ინტერესდება, სატრანსფერო ღირებულება კი – 20-30 მილიონი ევროა.

ახალი მფლობელების გემოვნებას ვერც მილანის აკადემისს აღზრდილი განაპირა მცველი მატია დე შილიო აკმაყოფილებს. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით არც ფეხბურთელია დაინტერესებული კონტრაქტის გახანგრძლივებით. 12 მილიონ ევროდ შეფასებული იტალიელით სერია ა-ს ორი ლიდერი იუვენტუსი და ნაპოლი ინტერესდება.