შაბათის მატჩები: პროგნოზები…

139

რეალი–ვალენსია 18:15

“ვალენსია” მადრიდში ყოველგვარი სატურნირო მოტივაციის გარეშე ჩადის, “რეალს” კი ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს.

გარდა ამისა, “რეალის” მოგების ალბათობას ორი ფაქტორი ზრდის: ერთი, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” უკანასკნელი 2 შეხვედრა “ბარსელონასთან” (2:3) და “ბაიერნთან” (1:2 ძირითად დროში) დათმეს და მეორე: “სამეფო კლუბს” კარგად ახსოვს პირველ წრეში “მესტალიაზე” განცდილი 1:2, რაც რევანშის სურვილს აძლიერებს.

ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ შეხვედრაზე კონტროლს “რეალი” აიღებს, თუმცა “ღამურები” კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან და ეს მადრიდელებმაც კარგად იციან.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი

ესპანიოლი–ბარსელონა 22:45

კატალონიური დერბი, რომელიც მუდამ დაძაბულია ხოლმე. “ესპანიოლთან” გასვლაზე თამაში ადვილი, ბუნებრივია, არასდროსაა, თუმცა “ბარსელონას”, მსგავსად “რეალისა”, წაფორხილების უფლება არ აქვს.

კარგი ამბავია “ბლაუგრანას” ბანაკში – დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე გასვლას ნეიმარი შეძლებს. ლუის ენრიკეს ცნობილი ტრიოს MSN აღდგენა შეეძლება.

პროგნოზი: კი/2

ვერდერი–ჰერტა 17:30

სატურნირო თვალსაზრისით ბრემენელთათვის უმნიშვნელოვანესი მატჩია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში “ჰერტამდე” სხვაობა 1 ქულამდე შემცირდება.

ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მე–4 ადგილზე “ჰოფენჰაიმს” 55 ქულით მყარად აქვს ფეხი მოკიდებული და ამიტომაც, “ვერდერის” მთავარი პრიორიტეტი ევროპალიგის საგზური უნდა იყოს.

პროგნოზი: 1

ვოლფსბურგი–ბაიერნი 20:30

“რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ “ბაიერნმა” ზედიზედ 2 შეხვედრა ვერ მოიგო – ბუნდესლიგის წინა ტურში “მაინცთან” ფრე 2:2, ხოლო გერმანიის თასზე “დორტმუნდთან” შინ 2:3 წააგო.

“ვოლფსბურგთან” სტუმრად გამარჯვება ურთულესია, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ კარლო ანჩელოტიმ და კომპანიამ სეზონის ბოლოს ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგონ.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი/x2