გურამ კაშია ჰოლანდიის თასის მფლობელია!

207

გურამ კაშია არნემის “ვიტესის” შემადგენლობაში ჰოლანდიის ასოციაციის თასის მფლობელი გახდა – გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველის გუნდმა “ალკმაარს” 2:0 მოუგო.

მატჩის ორივე გოლი ბოლო 10 წუთში რიკი ვან ვოლფსვინკელმა შეაგდო. ქართველმა სპორტსმენმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ამ თასის მოგების შემდეგ კაშიამ და “ვიტესმა” მომდევნო სეზონში ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.