კვირის მატჩები: პროგნოზები…

143

მოგებული გუშინდელი ბილეთის შემდეგ მორიგი წარმატებული სვლის განხორციელებაა საჭირო…

მანჩესტერი–სუონსი 15:00
მიდლსბრო–სიტი 17:05

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლთა შეხვედრები. “იუნაიტედი” და “სიტი” სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან – ისტლენდელებს 65 ქულით მე–4 ადგილი უკავიათ, ხოლო მანკუნიანელები 1 ქულით ჩამორჩებიან.

ჟოზე მოურინიოს გუნდის მოგება შინ “გედებთან” სავსებით ლოგიკურია, პეპ გუარდიოლას “სიტის” კი ამის გაკეთება სტუმრად “მიდლსბროსთან” ძალიან გაუჭირდება.

პროგნოზები: მანჩესტერი–სუონსი 1 & მიდლსბრო–სიტი x2/კი

ევერტონი–ჩელსი 17:05
ტოტენჰემი–არსენალი 19:30

აქ უკვე ჩემპიონობისთვის მებრძოლთა მატჩებია. ანტონიო კონტეს “ჩელსის” “ევერტონთან” უმძიმესი 90 წუთის ჩატარება მოუწევს – თანაც, ლივერპულელებს კარგად ახსოვთ პირველ წრეში “სტემფორდ ბრიჯზე” განცდილი 0:5, რის გამოც ორმაგად გამწარებულნი გამოვლენ მინდორზე.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლონდონური დერბი გველის. მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის ფსიქოლოგიურად კარგი იქნება, როცა ლიდერ “ჩელსის” შედეგი მათთვის უკვე ცნობილი იქნება, ხოლო “სფურზის” გამარჯვება “არსენალთან” ნამდვილად არაა კონტექსტიდან ამოვარდნილი.

პროგნოზები: ევერტონი–ჩელსი კი & ტოტენჰემი–არსენალი კი/მეტი გოლი

რომა–ლაციო 14:30

რომაული დერბი, რომელიც მუდამ საინტერესო და დაძაბულია ხოლმე. “ჯალოროსი” მეორე ადგილზეა, მაგრამ ამოცანა, რომ მან ლიდერობა მოახერხოს, უტოპიად მოჩანს. ამიტომაც, “რომას” მთავარი მიზანი ამ ადგილის გამყარებაა.

რაც შეეხება “ლაციოს”, იგი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და უშუალო კონკურენტ “ატალანტას” მიერ დაკარგული ქულებით სარგებლობა სურს.

რასაკვირველია, ფსონი “ორივე გაიტანს” სავსებით ლოგიკურია.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი

ინტერი–ნაპოლი 22:45

ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა, ამ მხრივ კი თავს გაცილებით კარგად სწორედ “ნაპოლი” გრძნობს, რომელიც 71 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო “ნერაძური” 56 ქულით მე–7 ადგილზეა და “მილანის” უკან სუნთქავს, რომელსაც თავის მხრივ, სტუმრად “კროტონესთან” აქვს მოსაგები.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი