მონატრების შეცდომა

217

დიდი ალბათობით, მსგავსად “ჩელსის” ფანებისა, გუნდის ოფიციალური “ტვიტერის” გვერდის ადმინსაც მოენატრა გოლკიპერი პეტრ ჩეხი, რომელმაც “ლურჯების” რიგები 2015 წლის ზაფხულში დატოვა.

საქმე იმაშია, რომ “ევერტონთან” პრემიერლიგის 35–ე ტურის მატჩამდე გამოქვეყნებულ შემადგენლობაში ტიბო კურტუას ნაცვლად ჩეხი ეწერა.

რასაკვირველია, შეცდომა მალევე გამოსწორდა, მაგრამ ერთ–ერთმა გულშემატკივარმა “სქრინი” მოასწრო და გვერდს ამ ფოტოთი მიმართა: “ასე უკეთესია”!

“ევერტონისა” და “ჩელსის” დაპირისპირება “გუდისონ პარკზე” ლონდონელთა (3:0) გამარჯვებით დასრულდა.