ჯოშუა ბრწყინვალე საღამოს აღნიშნავს

279

ბრიტანელი მოკრივე ენტონი ჯოშუა IBF–ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა – 28 წლის ჯოშუამ 41 წლის უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო “უემბლიზე” 11–რაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

“ზოგადად, გამარჯვების შემდეგ შვებულებაში გასვლა მიყვარს ხოლმე, მაგრამ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახთან მსურს ყოფნა” – აცხადებს გამარჯვებული.

კლიჩკოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 90 000 მაყურებლის წინაშე 41 წლის კაცმა ღირსეულად იბრძოლა ახალგაზრდა ათლეტის წინააღმდეგ და იყო პერიოდი, როცა პირდაპირ დარტყმაზე დასვა კიდეც, თუმცა საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჯოშუას დარჩა.