5–ში მომგები

147

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც ტიტული ხუთივე წამყვან ჩემპიონატში მოიპოვა.

იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ “პაპა კარლომ” გუშინ ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის “ვერცხლის სინიც” გაიფორმა, რითაც თავად იტალიელი ძალიან ამაყობს.

ჟოზე მოურინიოს ინგლისში, იტალიაში და ესპანეთში აქვს მოგებული ტიტულები; არსენ ვენგერს საფრანგეთში და ინგლისში, ხოლო ანტონიო კონტეს ჯერჯერობით მხოლოდ იტალიაში, მაგრამ პრემიერლიგასთან ძალიან ახლოსაა.