ამ დღეს: მილანი 3:0 მანჩესტერი

239
MILAN, ITALY - MAY 02: Clarence Seedorf of AC Milan celebrates scoring the second goal during the UEFA Champions League semi final, second leg match between AC Milan and Manchester United at the San Siro stadium on May 2, 2007 in Milan, Italy. (Photo by Stu Forster/Getty Images)

2007 წლის 2 მაისს, სან-სირომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს უმასპინძლა. იტალიურმა მილანმა მშობლიურ სტადიონზე მანჩესტერ იუნაიტედი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მოპოვებული 2 ბურთიანი უპირატესობით (5:3) ფინალის საგზური მოიპოვა.

პირველ თამაშში მანჩესტერელებმა საკუთარ არენაზე  მილანი ანგარიშით 3-2 დაამარცხეს. ანგარიში მე-5-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდომ გახსნა, რასაც მილანელებმა 22-ე და 37-ე წუთებზე კაკას დუბლით უპასუხეს. 59-ე წუთზე წონასწორობა უეინ რუნიმ აღადგინა, 90-ე წუთზე კვლავ რუნიმ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და აქტივში დუბლი ჩაიწერა.

 

განმეორებითი მატჩი კარლო ანჩელოტის შეგირდების სრული უპირატესობით წარიმართა. მე-11-ე წუთზე იმ სეზონის ოქროს ბურთის მფლობელმა – კაკამ მანჩესტერელებს პირველი გოლი გაუტანა. შეხვედრის 30-ე წუთზე კლარენს ზეედორფმა შეძლო თანამემამულე ვან დერ საარის კარის აღება. საბოლოო წერტილი კი 78-ე წუთზე ალბერტო ჯილარდინომ დასვა და ტაბლოზე ფინალური ანგარიში 3:0 დაფიქსირდა.