როჯერსი ბალოტელის ეხუმრება

219

“სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე იხუმრა, რომ მარიო ბალოტელი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც უმუშავია.

ჩრდილოირლანდიელმა გუნდს სეზონის დასრულებამე ჩემპიონატი უკვე მოაგებინა და თან, დაუმარცხებლად; გარდა ამისა, ნოემბერში გლაზგოელებთან ერთად შოტლანდიის თასიც მოიგო და ბუნებრივია, რომ მშვენიერ ხასიათზეა.

კითხვაზე, ვინაა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე გაგიწვრთნიათ, როჯერსმა უპასუხა: “მარიო ბალოტელი… ფანტასტიკური მოთამაშე იყო”!

მარიო ბალოტელიმ “ლივერპულის” რიგებში პრემიერლიგაში მხოლოდ 16 შეხვედრა ითამაშა და ერთადერთი გოლი გაიტანა, მერსისაიდელებმა კი გასულ ზაფხულს “ნიცაში” გაანათხოვრეს, სადაც 26 წლის აფრო–იტალიელს 18 მატჩში 14 ბურთი აქვს გატანილი.