ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია!

263

61კგ–ში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა – გადამწყვეტ ბრძოლაში რუს ახმეტ ჩაკაევს მოუგო.

ამ მომენტისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია – წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა შორის ხვალ დასრულდება – ვაჟთა შორის 70 და 125კგ–ებში იჭიდავებენ.