პროგნოზები: შაბათის მატჩები

219

სიტი–კრისტალ პალასი 15:30

მანჩესტერელებს ქულების დაკარგვის უფლება/სურვილი ნამდვილად არ აქვთ. ისტლენდელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, უახლოეს კონკურენტ, თანაქალაქელ “იუნაიტედს” კი ერთადერთი ქულით უსწრებს.

“კრისტალ პალასი” მე–16 ადგილზეა და გასავარდნ ზონამდე 6 ქულა აშორებს და მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში არავისგან არაფერი არ გვიკვირს, პეპ გუარდიოლას გუნდის გამარჯვება სავსებით ლოგიკურია.

პროგნოზი: 1/მეტი გოლი

ჰალ სიტი–სანდერლენდი 18:00

“სანდერლენდი” უკვე ჩემპიონშიპშია გავარდნილი და მისთვის დარჩენილი ტურები უბრალო ფორმალობაა, რასაც ვერ ვიტყვით “ჰალზე”, რომელსაც 34 ქულით მე–17 ადგილი უკავია და გასავარდნ ზონაში მყოფ “სუონსისთან” მხოლოდ 2 ქულას იგებს.

პროგნოზი: 1

სუონსი–ევერტონი 20:30

მსგავსად “ჰალისა”, “სუონსისაც” აუცილებლად მოსაგები აქვს შეხვედრა, რომელიც ძალზე რთული იქნება – მეტოქე “ევერტონია”, რომელსაც ზედიზედ მეორედ დამარცხება, ბუნებრივია, არ სურს.

პროგნოზი: 1x

ბარსელონა–ვილიარეალი 20:30
გრანადა–რეალი 22:45

პრიმერას ტიტულისთვის მებრძოლი ლიდერები. გვახსოვს, იყო პერიოდი, როცა “ვილიარეალი” “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” სისხლს უშრობდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად, ამის იმედი “რეალის” ქომაგებს, რეალობიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.

“გრანადა”, დიდი ალბათობით, უკვე გავარდნილია და მისთვის დარჩენილი ტურები ფორმალობა იქნება. აქედან გამომდინარე, თითქოს, “რეალს” იოლი გასეირნება უნდა ჰქონდეს, მაგრამ გრანადელებს “კარის გაჯახუნების” კარგი შანსი აქვთ.

პროგნოზები: 1 & x2