პროგნოზი: იუვენტუსი VS მონაკო

226

იუვენტუსი–მონაკო 22:45 (პირველი მატჩი: 2:0)

“იუვეს” ცალი ფეხი ფინალისკენ აქვს, “მონაკოს” კი უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად, ფრანგების შემტევი სტილიდან გამომდინარე, 2 გოლის გატანა შესაძლებელია, პრაქტიკულად ამის გაკეთება იმ პირობით, რომ საკუთარ კარში ბურთს არ მიიღებს, მით უმეტეს, ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “ბიანკონერისთან”, რომელიც ფლეი–ოფში გოლს არ უშვებს, უტოპიაა.

აუცილებლად სათქმელია, რომ “იუვეს” ბოლო 11 ორმატჩიანი დუელიდან ფრანგებთან ყველა მოგებული აქვს და გარდა ამისა, ევროტურნირებზე სახლში 22–მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

პროგნოზი: 1/მეტი გოლი