ოთხშაბათის პროგნოზები…

286

ატლეტიკო–რეალი 22:45 (პირველი მატჩი: 0:3)

“იუვენტუსის” შემდეგ დღეს მეორე ფინალისტი გაირკვევა. “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ–თრიკის წყალობით მოგებული შეხვედრით ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი აქვს გადადგმული, “ატლეტიკო” კი საკუთარ “ვისენტე კალდერონზე” უკან არაფერზე დაიხევს.

დიდია ალბათობა იმისა, რომ 3 ივნისს კარდიფში “იუვეს” წინააღმდეგ “რეალი” გავიდეს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ კონკრეტულად ეს თამაში “როხი ბლანკოს” გამარჯვებით დასრულდეს.

პროგნოზი: 1/ორივეს გატანა

საუთჰემპტონი–არსენალი 22:45

პრემიერლიგაში გამოტოვებული შეხვედრა შედგება. “არსენალი” უმძიმესი 90 წუთის ჩატარებას კარგი განწყობით ხვდება, რადგან გასულ უიქ–ენდზე შინ “მანჩესტერ იუნაიტედს” 2:0 სძლია. დავუმატოთ ამას ისიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში “მეთოფეები” სწორედ “იუნაიტედს” გადაუსწრებენ და მე–5 ადგილზე ავლენ.

“საუთჰემპტონი” სატურნიროდ უმოტივაციოა, თუმცა შინ “წმინდანების” დამარცხება არავისთვისაა იოლი – მით უმეტეს, რომ გასულ სეზონში ლონდონელები 4:0 გაანადგურეს.

პროგნოზი: ორივეს გატანა/მეტი გოლი