პროგნოზები: ევროპალიგა…

129

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს “იუვენტუსი”–”რეალი” იქნება, ახლა კი ევროპალიგის ფინალისტების გამოვლენის ჯერია – ევროპის რანგით მეორე პრესტიჟული ტურნირის ფინალის გადამწყვეტი დაპირისპირება 24 მაისს შვედეთის ქალაქ სოლნაში გაიმართება.

მანჩესტერი–სელტა (პირველი მატჩი: 1:0)

ვიგოში მშრალად მოგების შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. თეორიულად შესაძლებელია, რომ “სელტამ” სწრაფი გოლი გაიტანოს და საერთოდ, დამატებით დროში გადაიყვანოს თამაში, თუმცა პორტუგალიელი ამ უპირატესობის გამფლანგავ სპეციალისტს არ ჰგავს.

პროგნოზი: 1/მეტი გოლი

ლიონი–აიაქსი (პირველი მატჩი: 1:4)

ამსტერდამში გამარჯვების შედეგად ჰოლანდიელებმა ფრანგებთან ძალზე სოლიდური უპირატესობა შეიქმნეს. “ლიონს” რთული, მაგრამ არა შეუძლებელი მისია აკისრია.

ორივე გუნდს შემტევი სტილი აერთიანებს და ამიტომაც, 2 ყველაზე რეალური ფსონი ორივეს გატანა და მეტი გოლი იქნება.

პროგნოზი: კი/მეტი გოლი