ზვიად სულიკაშვილი ევროპის ჩემპიონია!

306

60კგ–ში მოასპარეზე ქართველმა მკლავჭიდელმა ზვიად სულიკაშვილმა 14–21 მაისს პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში ქართველმა ათლეტმა აზერბაიჯანელი ვიზავი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

იგი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 1 კვირა დაისვენებს და შემდეგ ჩეხეთში 2–დან 12 სექტემბრის ჩათვლით გასამართი მსოფლიო პირველობისთვის დაიწყებს მზადებას.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე Sportpress.ge სპორტსმენთან ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.