მორიგი პრობლემა მანჩესტერ იუნაიტედს!

256

პრემიერლიგაში 2017/18 წლების სეზონიდან ფეხბურთელს სიმულაციის შემთხვევაში 2–მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.

ამ კანონის დამტკიცების შემდეგ “ლივერპულის” ლეგენდამ და ამჟამად Sky Sports–ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელთა მუდმივი მეტოქის “მანჩესტერ იუნაიტედის” გაქილიკების შანსი ხელიდან არ გაუშვა და საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა:

“მორიგი პრობლემა “მანჩესტერ იუნაიტედს”! ეშლი იანგი მოვლენების ამგვარ განვითარებას არ ელოდა”.

ამ მომენტისათვის მსაჯის მოტყუების მცდელობა ყვითელი ბარათით ისჯება.