ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი მაისის ბოლოს გაიმართება

48

2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში.

შეგახსენებთ, რომ შარშან 25–29   მაისს იგივე ადგილას ჩატარებული ევროპის თასს მსოფლიო ფედერაციამ უმაღლესი შეფასება მისცა. ამის შამდეგ  მიიღო, განიხილა და გადაწყვიტა 2017ში უფრო მაღალი კატეგორიის ტურნირის –  ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილად სწორედ საქართველო დაესახელებინა.

განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია,

უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი.

შეჯიბრი ჩატარდება  6 კაციანი ნავებით – რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში.

კატეგორიები – 19 წლამდე, 23 წალმდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები.

ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.

ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი ჯო ვილის ჯონსი. (ჩილე), შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.

გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.

ღონისძების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს 20:00 სთ ზე ქ. ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საშეჯიბრო დღეებია – 24, 25, 26 და 27 მაისი.

ჩემპიონატის  პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში  „ჩექ ინ ჯორჯია სპორტი“.

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუვნელყოფს  გენერალური სპონსორი – ტურისტული კომპანია ჯეოვაილდექსი.

ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია „კამარას“ მიერ.

სპონსორები:

აი დი ეს ბორჯომი, ზედაზენი, მაირეკლამა, ჯი, რაფტინგ.ჯი ორენჯ ფიტნესი, გიფერი, რაცია.ჯი, ენერგო პრო, ნაციონალური დელიკატესი.

სპეციალური მადლობა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ად კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მედია პარტნიორები:

„პრაიმნიუსჯორჯია“, „რუსთავი 2“,  „გოგა ტივი“, რადიო „ჯაკო“, რადიო „იმედი“, „ამბები.ჯი“ , „სპორტალ.ჯი“, ჟურნალი „ჯორჯიან დეი“.

გამარჯვებულების დაჯილდოვება და ჩეპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს ბორჯომის რაიონის სოფ. ჩითახევში, საჯომარდო ბანაკში „ჯომარდია“.

28 მაისს სპორტემენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.