ლინგარდმა ბარში ფანები დაპატიჟა

50

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჯესი ლინგარდმა მანჩესტერის ერთ–ერთი საფეხბურთო სასტუმროს ბარში გულშემატკივრები სასმელებზე დაპატიჟა და მთელი სეზონის განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საინტერესოა, რომ ხსენებული ბარი “იუნაიტედის” ლეგენდებს – გარი ნევილსა და რაიან გიგზს ეკუთვნით.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში ლინგარდის ანგარიშზე 41 მატჩში გატანილი 5 გოლი და შესრულებული 4 საგოლე გადაცემაა.

გუნდმა პრემიერლიგაში მე–6 ადგილი დაიკავა. 24 მაისს ევროპალიგის ფინალში ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდება.