ბასილაშვილი ნადალის წინააღმდეგ?

213

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მესამე წრეშია – ქართველმა ჩოგბურთელმა სერბი ვიქტორ ტროიცკი სამ სეტში ერთნაირი ანგარიშით 7:6 დაამარცხა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე რაფაელ ნადალი იყოს – ამისათვის ესპანელმა ჰოლანდიელი რობი ჰაასი უნდა დაამარცხოს.