გუარდიოლას 150 მილიონი ერთ–ერთ ფავორიტში

213

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა მზადაა, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარაში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს – ამის შესახებ “სანი” წერს.

“ბარსაში” გუარდიოლა და ალკანტარა 2009–2012 წლებში იყვნენ ერთად, შემდეგ კი შეგირდი სიამოვნებით გაჰყვა პეპს “ბაიერნში”, სადაც უფრო ხშირად ენდობოდა ტიაგოს, ვიდრე კატალონიაში.

როგორც ჩანს, გუარდიოლას მომავალი სეზონისთვის სერიოზული გეგმები აქვს დასახული: გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა, ხოლო “მონაკოდან” ბერნარდო სილვა შეიძინა და ახლა ალკანტარას უმიზნებს.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა რეკორდმაისტერის რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს.