
ოფიციალურად დადასტურდა: კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი კრივის წესებით 26 აგვისტოს იბრძოლებენ!
ეს არის ბრძოლა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელის, რადგან ერთმანეთს ორი აბსოლუტურად განსხვავებული სტილის მებრძოლები უპირისპირდებიან – მაგრეგორი UFC–ის ვარსკვლავია, ხოლო მეივეზერი კრივშია დაუმარცხებელი.
მეივეზერს გამარჯვების შემთხვევაში სარეკორდო, 50–ე მოგება ექნება, რაც უნიკალური შედეგი იქნება. გასათვალისწინებელია ასაკიც: მეივეზერი უკვე 40–ის, ხოლო მაკგრეგორი 28–ისაა.
ბრძოლა ნევადაში შედგება.