პაპუნაშვილი სარაგოსაში

55

elperiodicodearagon.com ამტკიცებს, რომ გიორგი პაპუნაშვილი ესპანურ კლუბში, „სარაგოსაში“ უხლოეს დღეებში გადავა.

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველის, გიორგი პაპუნაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია ორიოდე დღის წინ გავრცელდა. ქართულმა კლუბმა ესპანელთა ინტერესი დაადასტურა, მაგრამ ”სარაგოსასთან” საბოლოო შეთანხმება უარყო. მათი თქმით,  მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

“გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსაში” ჩარიცხვაზე მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ დასრულდეს. მოთამაშე და მისი აგენტი იმედოვნებენ, რომ თბილისის “დინამო” “სარაგოსას” შეთავაზებას დათანხმდება. ეს გულისხმობს მცირე რაოდენობის ბონუს-თანხას, ან სხვა სახის კომპენსაციას”, – წერს ესპანური გამოცემა.

ამჟამად, “სარაგოსა” სეგუნდადივიზიონში (რანგით მე-2 ესპანური ლიგაა) ასპარეზობს. მაგრამ ახალ სეზონში სარაგოსელებს ლა ლიგაში აღზევება სურთ.

კლუბმა ისტორიის დიდი ნაწილი პრიმერა დივიზიონში გაატარა, ესპანეთის თასი 6-ჯერ მოიპოვა, ხოლო 1995 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. 2007 წლის სამთავრობო კვლევის მიხედვით, კლუბის მხარდამჭერებს შეადგენდნენ ესპანეთის მოსახლეობის 2,7%, რაც ქვეყანაში მე-7 მაჩვენებლია.

1tv.ge