გავარდნილი გუნდიდან შეძენილით დამყარებული რეკორდი (+ვიდეო)

227

პრემიერლიგიდან გავარდნილი “სანდერლენდის” გოლკიპერი ჯორდან პიკფორდი კარიერას ამიერიდან “ევერტონში” გააგრძელებს. ლივერპულელებს ახალგაზრდა ინგლისელი 28 მილიონი ევრო დაუჯდათ, თუმცა ბონუსების სახით თანხა 35 მილიონამდე ავიდა და შესაბამისად, საკლუბო რეკორდიც დამყარდა.

აქამდე რეკორდი რომელუ ლუკაკუს ეკუთვნოდა, რომელიც 2014 წელს “ჩელსიდან” 30 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ასეთ შემთხვევაში პიკფორდი მსოფლიოში ჯანლუიჯი ბუფონისა (53 მილიონი ევრო) და ედერსონის (40 მილიონი) შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე ხდება. პიკფორდმა “ევერტონთან” 5–წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ “შავი კატები” პრემიერლიგიდან გავარდნენ, პიკფორდმა პუბლიკას თავი ლამაზი და ეფექტური სეივებით დაამახსოვრა.

აქვე ვიდეო: