პაპუნაშვილი ოფიციალურად სარაგოსაშია

51

როგორც “სარბიელისთვის” გახდა ცნობილი, რამოდენიმე წუთის წინ თბილისის “დინამოსა” და ესპანურ “სარაგოსას” შორის, გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

არაერთი ესპანური გამოცემა, რამოდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად წერდა პაპუნაშვილის სეგუნდა დივიზიონში გადასვლის შესახებ. მაგრამ, ტრანსფერი ოფიციალურად მხოლოდ რამოდენიმე წუთის წინ შეთანხმდა.

21 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფეხბურთელი ესპანურ კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს. ამ დროისათვის დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ქართული და ესპანური მხარეები ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

sarbieli.ge