გაძეტა დელო სპორტი: “აი, ვინ სურს კარლოს”!

214

საგადასახადო სამსახურთან არსებული პრობლემების გამო კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლის შესახებ საუბრები უფრო და უფრო გახშირდა.

იტალიური “გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავკაც კარლო ანჩელოტის ყოფილი შეგირდის “ალიანს არენაზე” მიყვანა სურს. იტალიელი სპეციალისტი პორტუგალიელთან ერთად “რეალში” 2013–დან 2015 წლამდე მუშაობდა და 2014 წელს ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.

ესპანური “მარკა” კი დაჟინებით წერს, რომ რონალდუს სატრანსფერო ფასი 200 მილიონი ევროა.

გარდა ამისა, რონალდუს ასევე ხშირად უკავშირებენ ყოფილ კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედს”, საიდანაც დაიწყო პორტუგალიელის აღზევება. საინტერესოა, რომ “ოლდ ტრაფორდზეც” რონალდუს ყოფილი სპეციალისტი მუშაობს – ჟოზე მოურინიო.