ჯეკი ჩანელების წარმატება

286

Jackie Chan DC Racing–ის წევრებმა, ხო პინ ტუნამ, ოლივერა ჯარვისმა და ლორენ ტომასმა ლე მანის 24–საათიან რბოლაში მთავარ ჩათვლაში მეორე, ხოლო პირველ კლასში პირველი ადგილი დაიკავეს.

“ჰოლივუდის” ცნობილმა მსახიობმა თავის გუნდს მიულოცა:

“ვულოცავ ჩემ შესანიშნავ გუნდს ამ პირველ და ისტორიულ წარმატებას. ბიჭებო, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ! სამწუხაროდ, ვერ მოვიცალე და ზეიმის დროს თქვენ გვერდით არ ვიყავი, მაგრამ როცა სახლში დავბრუნდებით, ამ გამარჯვებას აუცილებლად აღვნიშნავთ”.

ჯეკი ჩანი გუნდის ხელმძღვანელად 2016 წელს დაინიშნა.

რბოლაში გამარჯვება “პორშეს” გუნდს დარჩა.