Road To Kyiv: სამტრედიელები ისევ აზერბაიჯანელებს დაუპირისპირდებიან

50

დღეს, 19 ივნისს ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 სეზონის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა. ტურნირზე ასპარეზობის შანსი ერთადერთ ქართულ კლუბს – სამტრედიას აქვს.  ქართველებისთვის ტურნირი 11-12 ივლისს დაიწყება და მათი მეტოქე აზერბაიჯანული ყარაბახი იქნება.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში სამტრედიელები უეფას ევროპა ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ ქაბალას შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6-3 დამარცხდნენ.