მე მისი სისხლის ნახვა მსურს!

280

ვანდერლეი სილვა 2013 წლის შემდეგ პირველ ბრძოლას გამართავს და მისი მეტოქე ბრაზილიელისთვის საძულველი ამერიკელი ჩეილ სონენი იქნება.

სილვა აცხადებს, რომ თუკი სონენი ბრძოლის პარტერში გადაყვანას ეცდება, იგი არ აპირებს რომელიმე ილეთზე ამერიკელის წამოგებას, რადგან მისი სისხლი სურს.

“მიხარია, რომ ვბრუნდები – თან, ბრძოლა Madison Square Garden–ში იმართება, სადაც თავის დროზე თვით მაიკ ტაისონი და მუჰამედ ალი იბრძოდნენ და მე, ვანდერლეი სილვას მერგო პატივი, რომ აქ ვიჩხუბო. კარიერის განმავლობაში არაერთ “ცუდ ბიჭთან” მიჩხუბია – რიკარდო არონა, რამფეიჯ ჯექსონი… მაგრამ სონენი ყველაზე ბოროტია. თუკი ის ბრძოლის პარტერში გადაყვანას შეეცდება, არ გავყვები და სისხლდენამდე ვურტყამ, რადგან მინდა, მსოფლიომ დასისხლული ჩეილ სონენი იხილოს”!

სილვა–სონენის ორთაბრძოლა ბელატორის ეგიდით 24 ივნისს გაიმართება.