ყაზაიშვილი აშშ–ში

287

„ჩვენ გვსურდა გვეყიდა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შუძლია მეტოქის მოტყუება, გოლის გატანა და დიდხანს დარჩებოდა ჩვენს გუნდში. ვაკო კი, სწორედ ასეთი მოთამაშეა“, – განაცხადა „სან ხოსეს“ გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.

აღსანიშნავია, რომ ვაკო ყაზაიშვილი „მიწისძვრების“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შენაძენი გახლავთ – 24 წლის. ყაზაიშვილმა არნემის „ვიტესში“ 2011-2016 წლებში ითამაშა და ერედივიზიონში ჩატარებულ 104 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება გასულ სეზონს, იგი იჯარის წესით ვარშავის „ლეგიაში“ გაატარა, მაგრამ პოლონეთის ჩემპიონის ტიტულის მიუხედავად, თავად თავი ვერ გამოიჩინა. გოლი ერთხელ გაიტანა და საგოლე პასი ორჯერ შეასრულა.

რაც შეეხება „სან ხოსე“ მიწისძვრებს“ – ეს გუნდი MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში თამაშობს და ამ დროისთვის მეშვიდე ადგილზე იმყოფება 16 მატჩში მოპოვებული 20 ქულით.

მსოფლიო სპორტი