მარცხი მიტრიონთან – რა იქნება შემდეგ?

275

ბელატორის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ფიოდორ ემილიანენკომ მეტ მიტრიონთან ნოკაუტით წააგო.

მატჩისწინა ინტერვიუებში მიტრიონი გამუდმებით საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისი ოცნება ემილიანენკოს დარი ლეგენდის დანოკაუტება იყო, ხოლო რუსი სპორტსმენი თავის სტილს არ ღალატობდა და ტრადიციული სიმშვიდით ემზადებოდა ბრძოლისთვის.

მატჩის პირველი წუთები აქტიური არ გამოდგა, ორივე მეტოქის შეცდომას ელოდა. პირველი რაუნდის პირველივე წუთზე კი რუსმაც და ამერიკელმაც მძიმე დარტყმები “გაუშვეს”, თუმცა უფრო მძლავრი მიტრიონის გასროლა აღმოჩნდა და საბოლოოდ, გამარჯვებაც მას დარჩა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ემილიანენკომ კითხვაზე, აპირებს თუ არა ბრძოლის გაგრძელებას, უპასუხა: “რა თქმა უნდა, მე მებრძოლი ვარ”!

მიტრიონს კი ოცნება აუხდა და შერეული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო მებრძოლი გათიშა, თუმცა მატჩამდეც და მატჩის შემდეგაც რუსის მიმართ პატივისცემას არ მალავს.

საინტერესოა, რომ ეს ბრძოლა თებერვალში უნდა გამართულიყო, მაგრამ მატჩის წინ მიტრიონი საავადმყოფოში მოხვდა და ბრძოლა გადაიდო.