მიტრიონის უარი და რა უთხრა მან ემილიანენკოს მატჩის შემდეგ?

203

ბელატორის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ლეგენდ ფიოდორ ემილიანენკოსთან ნოკაუტით გამარჯვების შემდეგ მეტ მიტრიონმა განაცხადა, რომ ეს მის სპორტულ კარიერაში საუკეთესო მომენტია.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემ სპორტულ კარიერაში საუკეთესო მომენტია. როგორ ვიგრძენი თავი დარტყმის მიღების შემდეგ? დავეცი, მაგრამ საღ გონებაზე ვიყავი, უცებ გავაცნობიერე რა მოხდა და გამომდინარე იქედან, რომ ფიოდორზე ათლეტური ვარ, უცებ წამოვდექი და ბრძოლა გამარჯვებამდე მივიყვანე.

ორი აზრი არაა, რომ იგი საუკეთესო მებრძოლია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე რინგზე გავსულვარ. იგი ძალიან კარგი პიროვნება და ძალიან კარგი მებრძოლია – მისი სტილი განუმეორებელია. იგი ჩემს ყოველ ნაბიჯს ჭადრაკულად თვლიდა. მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ სიამოვნებით ჩავალ რუსეთში და ვივარჯიშებ მასთან ერთად” – აცხადებს ამერიკელი.

კითხვაზე, იქნება თუ არა მატჩ–რევანში, მიტრიონმა უპასუხა: “იცით, რა არის ამაში ყველაზე კარგი? მიხდიან! თუ კარგად გადამიხდიან, ნებისმიერ მეტოქესთან გავალ, მაგრამ მატჩ–რევანშზე უარს ვამბობ, რადგან გამოვა, რომ მასთან ბრძოლისათვის მესამედ მომიწევს მომზადება”.