რის გამო სცემა კომანმა ყოფილი შეყვარებული?

276

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა კინგსლი კომანმა ყოფილი შეყვარებული სცემა. მიზეზს არ იკითხავთ? გოგონამ კომანის “ინსტაგრამის” ექაუნთში შესვლა სცადა, სადაც მას სარეკლამო პოსტის განთავსება სურდა.

კომანი პოლიციამ ორშაბათს საღამოს საოჯახო თავდასხმის ბრალდებით დააკავა. ფეხბურთელმა დანაშაული აღიარა და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამ საქმეზე სასამართლო სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული.