ბისპინგის ბრალდება

206

საშუალო წონაში მებრძოლი მაიკლ ბისპინგი ფიოდორ ემილიანენკოს მარცხის მიზეზს მეტ მიტრიონის წინააღმდეგ სტეროიდების გამოყენებაში ხედავს.

“დიახ, ამერიკაში დოპინგ–ტესტი გამკაცრებულია, ემილიანენკოს კი, ჩემი აზრით, სტეროიდები უშლის ხელს. იგი უდიდესი მებრძოლია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკაში ვერც ერთხელ აჩვენა ის, რაც მას შეუძლია. ასევე არიან მირკო კრო კოპი და ვანდერლეი სილვა.

ზოგადად, ეს ყველაფერი Pride–ის მებრძოლთა სენია, სადაც იაპონური პუბლიკა მებრძოლთა მიერ სტეროიდების მიღებას მიეჩვია. ამერიკაში კი დოპინგ–ტესტების ჩაბარება დაიწყეს, რამაც მათი თავდაჯერებულობა დააქვეითა, მთავარი კი ესაა და არა დანამატებით ორგანიზმის გამოტენვა” – აცხადებს ბისპინგი.