ავთო ასათიანი: “ადვილი და უკეთესი სახლში წამოწოლაა”

53

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა  ნიონში გამართული ევროპის ჩემპიონატის  პლეი-ოფის კენჭისყრის შედეგი შეაფასა.

ავთო ასათიანის თქმით კენჭისყრაში საქართველოს ნაკრებს გაუმართლა:

,,ჩემი ამოცანა იყო პლეი-ოფის ეტაპზე არ შეგვხვედროდა სერბეთი, ხორვატია და ჩეხეთი. რაც შეეხება რუმინეთს, ის კარგი გუნდია, თუმცა მასთან შანსი გვაქვს. ადვილი მეტოქე არ არსებობს, ადვილი და უკეთესი მხოლოდ სახლში წამოწოლაა. ახლა მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ მეტოქე კარგად შევისწავლოთ და მატჩებისთვის მოვემზადოთ. ძალიან დადებითი ფაქტია ისიც, რომ პირველი შეხვედრის ჩატარება გასვლაზე გვიწევს. საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპის გადალახვის კარგი შანსი აქვს”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუმინეთს დაუპირისპირდება. ორმატჩიანი რაუნდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველო ეროვნული გუნდი არსებობის მანძილძე პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

Sarbieli.ge